საქართველოსიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სტატისტიკა

თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რამდენად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სტატისტიკა მოძრაობის აღდგენის შემდეგ. ამის შესახებ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, ტრანსპორტით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, თუმცა კორონავირუსამდე მაჩვენებელთან შედარებით, ეს რიცხვი მაინც დაბალია.

„მგზავრთა ნაკადი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში და მიკროავტობუსებში ყოველდღიურად იმატებს. მაგალითისთვის, 2 ივნისის მონაცემებით, პრაქტიკულად, ორჯერ არის მგზავრთა ნაკადი გაზრდილი, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში, 30 მაისის მდგომარეობასთან შედარებით. თუმცა, თუ შევადარებთ მგზავრების რაოდენობას კარანტინამდე არსებულ მდგომარეობას, არის დაახლოებით, ორჯერ ნაკლები. ანუ, თუ დღის განმავლობაში თებერვალში მეტროთი გადაადგილდებოდა 300 ათასი ადამიანი, დღეს გადააგილდება ნახევარი. იგივე შეფარდება არის ავტობუსებთან მიმართებით.” – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები ტრანსპორტში წესების დაცვას აკონტროლებენ, თუმცა რეკომენდაციების დარღვევის ბევრი შეცდომა არ დაფიქსირებულა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოში 29 მაისიდან აღდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button