პოლიციამ დაკაში მძევლებიანი კაფე იერიშით აიღო [Photo/video]

ბანგლადეშის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის დედაქალაქ დაკაში კაფე, სადაც ტერორისტეს დაახლოებით 20 მძევალი ჰყავდათ აყვანილი, იერიშით აიღო.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაფე Holey Artisan Bakery-ის მხრიდან სროლის ხმა ისმოდა.

მოვლენებიდან რამდენიმე საათით ადრე ექსტრემისტურმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ინტერნეტში დაღუპული მძევლების სურათები გაავრცელა, კაფეს დაკავებაზე პასუხუსმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ 24 ადამიანი მოკლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 2 დაჭრილი მძევალი გაიქცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მძევლების ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით დაუდგენელია. თავდაპირველად პოლიციამ და თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებს ტყვეობაში 20 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მძევლების რიცხვი 35 ადამიანს აჭარბებს, რომელთა შორის ბევრი უცხოეთის მოქალაქეა. იტალიის საელჩომ ბანგლადეშში დაადასტურა, რომ მძევალთა შორის 7 იტალიის მოქალაქეა. აგრეთვე იქ შეიძლება იქვნენ იაპონიისა და ინდოეთის მოქალაქეებიც.

ბანგლადეშის პოლიციამ აღიარა, რომ ტერორისტებთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო და კაფეს იერიში გადაწყვიტა. ურთიერთსროლის შედეგად რამდენიმე ტერორისტი და 2 პოლიციელი დაიღუპა, 26 ადამიანი მძიმედ დაიჭრა, 10 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37606″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button