მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსისგან 36 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 36 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა. ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

მსგავსი პოსტები

Back to top button