მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელგოროდის ოლქში დრონით თავდასხმის გამო ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, დილით დრონებით თავდასხმა იყო ნავთობის საცავზე, რამაც ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ გუბკინსკის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მისი თქმით, ეს უკრაინული დრონის ჩამოგდებამ გამოიწვია.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, სახანძრო სამსახურები ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ.

AFP-ის ცნობით, ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოიეში მდებარე ნავთობის ბაზას უკრაინელები დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგად სულ მცირე ერთი საწვავის ავზი დაიწვა.

ნავთობის საცავში ცეცხლი სამ ავზს გაუჩნდა. რუსული სამთავრობო მედია “რია” საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია ერთი ავზი.

გამოცემა “უკრაინსკა პრავდას” დაზვერვის წყარო უდასტურებს, რომ ნავთობის საცავზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია იყო. წყარო ამბობს, რომ ნავთობის საწყობი გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში სამი, ხოლო კურსკის ოლქში ერთი დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button