მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 509 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 312 954
გამოჯანმრთელებულია – 294 252
გარდაცვლილია – 4 163
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 7 476 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111 , PCR ტესტით – 4 365
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 130 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.