მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 1 409 შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 325 665
გამოჯანმრთელებულია – 304 935
გარდაცვლილია – 4 363
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 40 275 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 699, PCR ტესტით 12 576
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 138 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.