მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარტვილის ეპარქიაში დაშავებულ ჟურნალისტებს კლინიკაში მკურნალობენ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

მარტვილის ეპარქიაში აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, დაშავებული ექვსი ადამიანი მარტვილის ევექსის კლინიკაში მოათავსეს.

პრესსამსახურში განმარტავენ,რომ ერთ მათგანს გადაიყვანენ რომელიმე მრავალპროფილურ კლინიკაში, რადგან შედარებით მძიმეა მისი მდგომარეობა და დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს.

დანარჩენს ხუთს უკვე ჩაუტარდა ყველა აცილებელი გამოკვლევა და მათი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. დაშავებულებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლს და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისას, აივნის მოაჯირი ჩამოვარდა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა. დაშავებულები არიან მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები.

მარტვილის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს “ღვთისმოქმედებაში მონაწილეობა” აუკრძალა დაუმორჩილებლობის გამო. სწორედ ამ ამბის გასაშუქებლად ჩავიდნენ მედიის წარმომადგენლები ეპარქიაში.

მრევლის ნაწილი ამ დრომდე რჩება ეპარქიაში.ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

მსგავსი პოსტები

Back to top button