მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში 266 კორონავირუსით ინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსისგან 67 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.