მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ,,-პუტინი

რუსეთი ყველაფერს სწორად აკეთებს, ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ.

დღეს, 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა – უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ რუსეთი ყველაფერს სწორად აკეთებს, ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ არა მხოლოდ გერმანიის ქალაქებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებსა და შეერთებულ შტატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს სხვა რეგიონებზე, ბევრს სჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არ ეშინია, იბრძოლოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის სხვების ხელყოფის გარეშე და ამას მხარს უჭერს.

„ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში მსოფლიოში უამრავი მხარდამჭერი გვყავს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც შეერთებულ შტატებში შიდა ცვლილებები მოხდება და როდესაც ისინი დაიწყებენ სხვების პატივისცემას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„როდესაც მოხდება გარკვეული შიდა ცვლილებები, როდესაც ისინი დაიწყებენ პატივისცემას სხვა ადამიანების, სხვა ქვეყნების მიმართ, როდესაც დაიწყებენ კომპრომისების გამონახვას და არა სანქციებითა და საომარი მოქმედებებით საკითხების მოგვარებას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. უკრაინაში შეჭრამდე კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. ომის მსვლელობისას რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს.

უკრაინას თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის დაბრუნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button