მნიშვნელოვანისაქართველო

სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა 2019 წელს ამოქმედდება

სოფლის მხარდაჭერის განახლებული პროგრამა 2019 წელს ამოქმედდება. რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუშაობა დაიწყო პროექტის დახვეწაზე.

რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს სამინისტროში და რა ფორმით აღდგება 2016 წელს გაუქმებული პროექტი? რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგი ტაბატაძემ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” განუცახდა, რომ 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გაზირდება, თუმცა რა ფორმით განახლდება პროგრამა ჯერ არ იციან, რადგან არსებული პროექტის შეწავლა- მოდერნიზება მიმდინარეობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2009 წელს დაიწყო. 8 წლის განმავლობაში მხოლოდ კახეთში დაახლოებით 60 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

რეგიონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ პროექტის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშველოვანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button