მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.