საქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 79 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა. 370 ინფიცირებულიდან, 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button