მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 3 034 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი. ეს გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებლის მორიგი ანტირეკორდია.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 559 943
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 506 486
- მათ შორის გარდაცვლილი – 7 649
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 36 400 – მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132 , PCR ტესტით – 15 268
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 196 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.