საგამოძიებო სამსახურმა ვეტერინარი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ბრალდებით „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი – ვეტერინარი დაკავეს.

გამოძიების მტკიცებით, “დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება. ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება.

გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. “თურქულზე”,რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button