მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. გარდაცვლილი 70 წელს არის გადაცილებული.

კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმში, კლინიკა მედალფაში 8 აპრილიდან მკურნალობდა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმის თქმით, პაციენტს თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

“მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, აბსესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა” – თქვა კლინიკა მედალფას აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 388-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 84 და გარდაიცვალა 4 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button