მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად” იყენებენ

ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად” იყენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებში რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, ხალხს, რომლებიც დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირდნენ, პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

მათი თქმით, ამ გზით რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს “ცოცხალ ფარად” იყენებენ დაბომბვებისგან დასაცავად.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის რეგიონის სულ მცირე 600 კვადრატული კილომეტრი დაიტბორა სამშაბათს ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ დატბორვის საშუალო დონე 5,61 მეტრია.

მისი თქმით, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპირო უფრო მეტად ზარალდება, დატბორილი ტერიტორიიდან 68% აღმოსავლეთ სანაპიროზეა, ხოლო 32% დასავლეთზე. პროკუდინმა თქვა, რომ თითქმის 2 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

“მიუხედავად უკიდურესი საფრთხისა და მუდმივი რუსული დაბომბვისა, დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება. აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ხალხი იტანჯება არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ რუსული ტერორისგან და ოკუპანტების უქონლობისგან, დახმარონ ხალხს”, – დაწერა პროკუდინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button