მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის დღიური 4 411 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 29 ადამიანი, 2 896 კი გამოჯანმრთელდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 456 შემთხვევა;
აჭარა – 111;
იმერეთი – 827;
ქვემო ქართლი – 293;
შიდა ქართლი – 347;
გურია – 93;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 348;
კახეთი – 696;
მცხეთა-მთიანეთი – 104;
სამცხე-ჯავახეთი – 88;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 680 182 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 622 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 617 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button