საქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსი 97-ე პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კოვიდ-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსი 97-მა ადამიანმა დაამარცხა.
აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.geე-ზე განახლდა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 408 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 4 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4 816 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, – 571.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.