მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/korona-21.jpg)
საქართველოში კორონავირუსისგან 98 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.