მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 517-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 153 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 549 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.