მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრძოლის მიუხედავად სევეროდონეცკი არ არის იზოლირებული

რუსეთის ძალები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის ქალაქ სევეროდონეცკს, მაგრამ მასში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, თქვეს 14 ივნისს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამასობაში მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყოს ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ თქვა რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

უკანასკნელ დღეებში რუსეთის ჯარები აძლიერებენ სევეროდონეცკის კონტროლს. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, 13 ივნისს რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს ქალაქთან დამაკავშირებელი მესამე ხიდი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა 13 ივნისს განაცხადა, რომ ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მაგრამ რუსული ნაწილები უკვე აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს საარტილერიო ძალის უპირატესობის წყალობით, რაც მოიცავს მრავალი სარაკეტო სისტემის გამოყენებას. მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის ძალებს “დიდი დანაკარგი აქვთ ქვეით ქვედანაყოფებში”, თუმცა საარტილერიო და შემტევი შეიარაღებით ისინი წინსვლას განაგრძობენ.

ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოლექსანდრ სტრიუკმა 14 ივნისს უკრაინის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მესამე ხიდის განადგურების მიუხედავად, „ქალაქი არ არის იზოლირებული“.
ამასთან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

“სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, სადაც უკრაინის ჯარები რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად იბრძვიან.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქის ცენტრს უკვე აკონტროლებენ, არტილერიას და მრავალ სარაკეტო სისტემას აქტიურად იყენებენ,” – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

მოტუზიანიკის თქმით, რუსული ძალები უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი შეიარაღებული ძალების ქვეით ნაწილებში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, წინ კი მხოლოდ თვითმფრინავების გამოყენებით მიიწევენ.

გარდა ამისა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი აქვთ, მაგრამ მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სჭირდებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საკმარისი იარაღი. ის, რაც საკმარისი არ გვაქვს არის იარაღი, რომელიც მოქმედებს იმ მანძილზე, რომელიც გვჭირდება რუსეთის ფედერაციის აღჭურვილობის უპირატესობის შესამცირებლად,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთი ამბიციები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გასცდება, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა.

”დარწმუნებული ვარ, თუ უკრაინა საკმარისად ძლიერი არ იქნება, ისინი უფრო შორს წავლენ. ჩვენ ვაჩვენეთ მათ ჩვენი ძალა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა ჩვენთან ერთად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც გამოავლინონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button