ახალი ამბებიმნიშვნელოვანი

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.

„ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8, გურია – 7, რაჭა-ლეჩხუმი – 1, მცხეთა მთიანეთი -1. ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა. დაგვემატა 40 გამოჯანმრთლებული, 1534 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი 42 არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button