ქართველებს მხოლოდ ზლატანმა აჯობა… ფურია როხამ, სახლში ვერ მოიგო

სტოკჰოლმში გუშინ ბევრჯერ გაიგონებდით ხმამაღალ ქართულ შეძახილებს.
რაც ცარიელი სტადიონის ექოს მოჰქონდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთს სტუმრობდა. მატჩი გუნდების გარდამავალი უპირატესობით დაიწყო.
თუმცა მასპინძლებმა მალევე ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მჭიდრო პრესინგში მოაქციეს ქართველი ფეხბურთელები. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნაკრებში 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაა.
მის არაამქვეყნიურ პასს ჩვენს საჯარიმოზე თამამად დაუხვდა კლაუსენი და 35_ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. მრავალი საგოლე მომენტის მიუხედავად მატჩში მეტი ბურთი არ გასულა.
რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრას ესპანეთის ნაკრებმა სტუმრად მყოფ საბერძნეთთან ფრე 1-1 ითამაშა სწორედ ლუის ენრიკეს გაწვრთნილებს შეხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს თბილისში.
მატჩი 20.00 საათზე დაიწყება და მხოლოდ 16 000 გულშემატკივარი დაესწრება.