მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს.

„სად გარდაიცვალნენ, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მაქვს. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით ალბათ 70, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილები“, – განაცხადა ენდელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button