მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიასთქმით, მათ კლინიკაში სულ ოთხი მძიმე პაციენტია, მათგან ერთი გუშინ დაემატა.

მანვე ისაუბრა დანარჩენ სამ პაციენტზეც, რომელთა მდგომარეობაც ასევე მძიმეა. ერთ მოქალაქეს, რომელსაც პნევმონია აქვს, მდგომარეობა რამდენიმე დღეა სტაბილურია:

ინფიცირებული 77 ადამიანიდან, 34 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, 10 – გაეწერა, დარჩენილი 33 ადამიანი კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსის ინფიცირებულთა მიმღებ ცენტრებში გადაანაწილეს.

ბოლო მონაცემებით, საკარანტინე რეჟიმში 4 055 ადამიანი რჩება, 252 კი სტაციონარში.

მსგავსი პოსტები

Back to top button