მნიშვნელოვანისაქართველო

“საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათში გადაგზავნილი იყო 23 ნიმუში და არცერთ მათგანში არ დადასტურდა ვირუსის არსებობა.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button