მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა

18 ივლისიდან 25-ის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 10 253 ადამიანს 7 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა ხპოლო ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულმა 74 245-მა ტესტმა გამოავლინა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 2500-ით მეტი ახალი შეთხვევა.

დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 686 218 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 859 გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისში – 5 904

აჭარაში -1 317

იმერეთში – 1 001 შემთხვევა.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 13.81 %, ბოლო 14 დღის – 12.35 %.

წინა კვირის მონაცემებით, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 764 პირი, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ამასთან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. რადიო თავისუფლებას ცნობა ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ცერცვაძის მდგომარეობა საშუალოზე ოდნავ მეტი სიმძიმით ხასიათდება. „სახლში მკურნალობს. მხნედ არის. მკურნალობს პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურით“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button