მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კოვიდით უკვე 13 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 910 456-ს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი.

4 127-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ქვეყანაში კოვიდით უკვე 13 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 001 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა

📌აჭარა – 122

📌იმერეთი – 197

📌ქვემო ქართლი – 85

📌შიდა ქართლი – 56

📌გურია – 34

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64

📌კახეთი – 71

📌მცხეთა-მთიანეთი – 31

📌სამცხე-ჯავახეთი – 31

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტები მძიმედ აფასებენ.
მათი განცხადებით, სადღესასწაულო პერიოდში მობილობის ზრდამ, შესაძლოა ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების საგრძნობი მატება გამოიწვიოს.

ისინი ქვეყანაში, მეექვსე ტალღის დაწყების საშიშროებაზეც საუბრობენ.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ეპიდემიოლოგების ხმა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button