მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის არმია ომში წინ მიიწევს და ბრძოლას აგრძერლებენ

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„თავდაცვის ძალებმა ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და მტრის იდენტიფიცირებულ სამიზნეებს არტილერიით საცეცხლე ზიანს აყენებენ“, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.
რუსები ბახმუტში ხაფანგში აღმოჩნდნენ და ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს თავად ქალაქშიც არ შეუძლიათ სრულფასოვნად გადაადგილება.

„აღმოსავლეთზე თუ ვისაუბრებთ – ახალი ამბები – იქ საკმაოდ კარგად მივიწევთ წინ ბახმუტის მიმართულებაზე. ეს არის ის, რაც მტერს ყველაზე მეტად აწუხებს. ამიტომ ისინი ცდილობენ ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებებზე გადაიტანონ,” – განაცხადა მალიარმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ წინ.

“ჩვენ ისედაც ბევრი სიმაღლე დავიკავეთ და მტერი იქ ხაფანგშია, ვინაიდან ბახმუტიდან გასვლა არ შეუძლიათ და თავად ქალაქშიც სრულფასოვნად გადაადგილებაც არ შეუძლიათ. იქ, როგორც იცით, ახლა ყველაზე მეტად კლეშჩეევკაში, კურდიუმოვკაში, ანდრეევკაში ბრძოლებზე ლაპარაკობენ. მართლაც, იქ ბრძოლები გრძელდება. წინასწარ არ ვიმსჯელოთ, ვინაიდან ცრურწმენების გვჯერა. ნელ-ნელა იქ წინ მივიწევით, და იქ წარმატებები გვაქვს,” – განაცხადა მალიარმა.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკასა და მარინკას რაიონებში.

გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები პირადი შემადგენლობის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, ქვედანაყოფებისა და საჯარისო ნაწილების გადაადგილებას ახორციელებენ და აქტიურად იყენებს რეზერვებს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით.

„მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა დონეცკის ოლქის კლეშჩეევკას რაიონში. მძიმე ბრძოლები გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

მსგავსი პოსტები

Back to top button