მანქანების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
საქართველოში ავტომობლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში, მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.
3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობლი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა.
სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევით, რომელიც შსს-მ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ჩაატარა და 2012 წლის მდგომარეობას ასახავს, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 2004 წლამდეა წარმოებული.
არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. საერთო რაოდენობიდან 380 000 მანქანა 20 წელზე მეტი ხნისაა, ხოლო ახალი 3 წლამდე ავტმობილის რიცხვი 50 000-ს არ აღემატება.