“საქართველოში “მარსის” პროდუქციის ამოღების აუცილებლობა არ არსებობს”

საქართველოში კომპანია “მარსის” ნაწარმის ოფიციალური შემომტანი “მარსის” რუსული წარმომადგენლობაა. ამის შესახებ კომპანიის რუსული წარმომადგენლობის კორპორაციული გაყიდვების მენეჯერმა, პაველ სალიხოვმა განაცხადა.

სალიხოვის განმარტებით, კომპანია “მარსმა” გადაწყვიტა, გაყიდვიდან ამოეღო მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც ნიდერლანდების ქარხანაშია წარმოებული. ვინაიდან საქართველოში ტკბილეული პოდმოსკოვიეს სტუპინოს ოლქში მდებარე ქარხნიდან იგზავნება, „მარსის“ წარმოებული შოკოლადის საქართველოს მაღაზიების დახლებიდან გატანის აუცილებლობა არ არსებობს.

როგორც პაველ სალიხოვი აღნიშნავს, “მარსმა” 55 ქვეყნიდან პროდუქციის უკან გატანის გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო, რათა არ დაზარალდეს კომპანიის რეპუტაცია.

მიზეზი ტკბილეულში აღმოჩენილი პლასტმასი გახდა. თავდაპირველად კომპანიამ პროდუქციის უკან გატანა მხოლოდ გერმანიიდან გაადწყვიტა.

წყარო: 2030

მსგავსი პოსტები

Back to top button