კულტურამოზაიკა

ნაძვის ხის ისტორია

ნაძვის ხე ახალი წლის წარმოუდგენელი ატრიბუტია. ალბათ ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს და რას უკავშირდება

XVI საუკუნეში –  მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე, წიფლის ხის ტოტებისგან გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. ძალიან მალე, ყველა გერმანელის ოჯახში, საახალწლო მაგიდაზე  ამგვარი სიმბოლო გაჩნდა. შემდგომ წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომა დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.

ზოგადად, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა.

ელექტრო ენერგიამ, მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა განაპირობა. ნათურები სანთლებზე მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო შტამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა შუშის და ფაიფურის სათამაშოები. დიდი ხნის მანძილზე, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.

1916 წელს, რუსეთში წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ მოგვიანებით ეს ლამაზი სიბოლიკა მსოფლიო საშობაო  ტრადიციად ჩამოყალიბდა.

 

ხოლო, რაც შეეხება საქართველოს, საახალწლო ნაძვის ხის მორთვის ისტორიას, წმინდა ბასილი დიდს, ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო სიმბოლო ,,ქართული ნაძვის ხე” ეგრედწოდებული ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან.ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა.
ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და არ კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორაციულ სამშვენისს წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button