მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში მოსახლეობის ოდენობა შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის ოდენობა 3 723.5-ია, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოსახლეობის 1 790 899 მამაკაცია, 1 932 656 კი ქალი.

საქსტატის ცნობით, 2019 წლისპირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 51 138 ადამიანი დაიბადა. ხოლო გარდაცვლილთა ოდენობა 46 524 -ია. ბუნებრივი მატება, 4 614 -ს შეადგენს.

ფოტო: shutterstock.com

ამავე მონაცემებით, საქართველოში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78 წელია, მამაკაცების კი 69. 2018 წელს შეადგენს. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას 74.0 წელს შეადგენდა, მათ შორის მამაკაცებისათვის 69.7 წელს, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელს.

წინა წელთან შედარებით, თითქმის უცვლელია მამაკაცების რიცხოვნობა, რაც 1 790 ათასით განისაზღვრა, ხოლო ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით არის შემცირებული და 1 932 ათასს შეადგენს. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 52 პროცენტი ქალი.

თბილისში 1 171 ათასი კაცი ცხოვრობს, აჭარაში – 349 ათასი, გურიაში – 109 ათასი, იმერეთში – 497 ათასი, კახეთში – 312 ათასი, მცხეთა-მთიანეთში – 93 ათასი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 316 ათასი, სამცხე-ჯავახეთში – 154 ათასი, ქვემო ქართლში – 433 ათასი და შიდა ქართლში – 257 ათასი.

მსგავსი პოსტები

Back to top button