მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მიგრაციის მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები.

მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით.

მისივე განცხადებით, რეგულაციები გამკაცრდება საინვესტიციო ნებართვების გაცემის მიმართულებით, და ასევე, მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით იქნება მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.

„პირველი საკითხი, მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონდარღვევისთვის დაჯარიმდება არა მხოლოდ უცხოელი, რომელიც წესს დაარღვევს, არამედ მისი დამსაქმებელიც.

„დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის მიგრაციის თემა, აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები. აქ ჩვენ გვაქვს ცვლილებები სამი მიმართულებით. პირველი – მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა. მეორე საკითხი შეეხება შრომით მიგრაციას. ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრი პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა. ეს ერთი მხრივ, გააადვილებს ქართველებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს განსაზღვრავს სახელმწიფო“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციებით, საქართველო კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი ქვეყანა იქნება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით.

„ჩვენ დღეს ერთი მხრივ შრომით ბაზარზე გვაქვს დეფიციტი და მეორე მხრივ, კვლავ ბევრი ადამიანი გვყავს დაუსაქმებელი. ამით საშუალება მოგვეცემა, განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე. რა სანქციები იქნება? სანქცია – მკაცრი ჯარიმა არ იქნება მხოლოდ უცხოეთის მხოლოდ იმ მოქალაქისთვის, რომელიც ამ ნებართვის გარეშე იმუშავებს, არამედ ეს ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები. ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით პასუხისმგებლიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ამ პირობებს მკაცრად შევასრულებთ. არავის ექნება საბაბი, ამ მიმართულებით შენიშვნა მოგვცეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მესამე მიმართულება არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე ერთი წლით გაიცემა ბინადრობის უფლება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და დღეს ეს ნებართვა შენარჩუნებული აქვს მხოლოდ 3 600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, [ზღვარი] იქნება 150 ათასი დოლარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button