მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შეტაკებები პარიზში

პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” წევრებსა და სამართალდამცველებს შორის, შეტაკებები მიმდინარეობს. ემანუელ მაკრონი არეულობის მონაწილეებს მკაცრი სასჯელით ემუქრება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ ხისტი ზომები მიიღოს იმ პროვოკატორების მიმართ, ვინც პარიზის ქუჩებში ქაოსი მოაწყო და შენობები დაარბია. პრეზიდენტმა მაკრონმა ყვითელი ჟილეტების აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ყვითელი ჟილეტების პროტესტის მეექვსე აქტი პარიზში ისევ პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. მაკრონის ანტიკრიზისული გეგმით უკმაყოფილო ხალხმა ელისეს სასახლესთან სცადა მიახლოება, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.

მომიტინგეები სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. გავრცელდა სკანდალური კადრები, სადაც დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღიც დაუმიზნა. შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button