საქართველოში ნათესი ფართობები შემცირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 240 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 24 ათასი ჰექტარით ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფართობებიც.

რეგიონების მიხედვით შემცირება ფიქსირდება იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. შედარებით პოზიტიური სტატისტიკაა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

მსგავსი პოსტები

Back to top button