მნიშვნელოვანისაქართველო
საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ერთი წუთის ინტერვალით, ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები პირველად ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ აწყურიდან 4 კილომეტრში დაფიქსირდა და 3.5 მაგნიტუდა შეადგინა, მეორე, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კი ქალაქ ბორჯომის დასავლეთით, სოფელ აწყურიდან 5 კილომეტრში მოხდა.
ინფორმაცია რაიმე სახის ზიანის შესახებ, არ გავრცელებულა.