მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში პენსია გაიზარდა

2022 წლის იანვარში საქართველოში პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. დანამატი 20-25 ლარს შეადგენს. შესაბამისად,

70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატი უფრო მაღალია და 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 312 ლარს, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარს შეადგენს.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებმაც ინდექსირების წესი განსაზღვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button