ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საქართველოში ფინანსური განათლების დონე საშუალოზე დაბალია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის “ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა” (OEჩD/INFE) მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევაში, რომელიც OEჩD/INFE-ს მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდა, 14 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ფინანსური განათლების ქულამ 17 ქულიანი შკალით 10.3 ქულა (60%) შეადგინა, რაც გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

საქართველოში კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, “ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFშE DF) ფინანსური მხარდაჭერით, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია Aჩთ-ის მიერ განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები 1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით.

კვლევის შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების დონე სამი კომპონენტის – ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულებების – მიხედვით შეფასდა. კვლევისას შეისწავლეს, ასევე, ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნესების მიერ საბანკო ანგარიშების ფლობა, ტრანზაქციების გაციფრულების დონე და კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button