მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკო კვარაცხელიას დედის მიმართვა დაკავებულებს

თბილისში 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის ოჯახს,ნიკოს დედა იზო ომაძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

“დღეს ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად, აბსურდის თეატრის მომსწრენი გავხდით, წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა როდესაც ტელევიზიით ვიხილეთ ორი -‘ადამიანი” თავაწეული, რომლებიც ერთმანეთს უდასტურებდნენ აბსურდს, ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ, და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ ვერც ეს ორი და ვერც შესაბამისი სტრუქტურები, საქმე გამოძიებულია? ვისი მფარველობის ქვეშ არიან ეს ესენი???
რომ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. უფლებადამცველები ამაყად საუბრობენ მათ თითქმის უდანაშაულობაზე.
ნიკოს საქმისთვის ჩვენ არ გვყოლია ადვოკატი რადგან არ ვფიქრობდით რომ ნიკოს დაცვა სჭირდებოდა, უმძიმსი კადრები იხილა ჩვენმა საზოგადოებამ.
მინდა მოვუწოდო ჭელიძის და კაველაძის ოჯახებს თქვენ , თქვენმა მაღალანაზღაურებადმა უფლებადამცველებმა გაგაცნეს საქმე, თქვენ იცით მკვლელიც დამკვეთიც და თანამონაწილეც სუნთქვა არ შეგეკრათ დღეს, როდესაც თქვენი შობილი ეგრედ წოდებული ადამიანები იხილეთ ამ აბსურდის თეატრში თანამონაწილედ, თქვენ ხომ ყველაფერი იცით ვინ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. რატომ უწყობთ ოჯახი ხელს რომ თქვენი შვილები დაიხსნათ ამ უსასტიკესი დანაშაულიდან, ღვთის რისხვის მაინც არ გეშინიათ?

გაუსაძლისია ჩვენი ყოფა, ვთხოვ იმ სტრუქტურას, განმსჯელს, რომ იმოქმედით კანონის შესაბამისად, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, ნურავინ ეცდება ამ საქმის კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვებას, ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სიმართლე არ გაჟღერდება…”,-წერს იგი.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულ გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.

კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.

პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები 7 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button