“საქართველოში რევოლუციური სცენარების ეპოქა დამთავრდა”

“რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა”, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ხოლო ის, ვინც ამ გზით პროცესებს გეგმავს, საზოგადოებასა და პოლიტიკურ რეალობას მთლიანად მოწყვეტილია. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას. პოლიტიკოსებს შევახსენებ, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა და დაუშვებელია ამით თამაში,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის კონსტიტუციური წესრიგისა და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button