მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში საარჩევნო კამპანია დაიწყო

წინასაარჩევნო რეჟიმი დაიწყო. პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შედის რეგულაციები და აკრძალვები.

დაუშვებელია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.

კანონით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.

რეგულაციების მიხედვით, არ უნდა განხორციელდეს დაუგეგმავი პროექტები, თუ წინასწარ ამისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული არ არის.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, საჯარო დებატების და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებაში და უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. საქართველო პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს პრეზიდენტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button