მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია დაიწყო

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციაც ხორციელდება. პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქციანციის პროცესი ამ ეტაპზე დაიწყო გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.

სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button