საქართველოსიახლეები

საქართველოში შემოსული ინფიცირებულები ცალკე აღირიცხებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუდასტურდათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში ასეთი 3 პაციენტია, რომელიც უკვე საქართველოს კლინიკებში მკურნალობს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დადასტურებულ შემთხვევებს, ასეთი 233-ია.

“ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან. ანუ რას ნიშნავს, – იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალკეა, მაშინ 233-ია, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია. სამივე საქართველოს მოქალაქეა და შეგვიძლია ჯამურად განვიხილოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი. თუ მას კიდევ შეემატება პაციენტების რაოდენობა, ცალკე რიცხვებს მოგახსენებთ.

გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, StopCov.ge-ს მონაცემებით, ამ მომენტისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 233-ია. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაა 3. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებიდან, 56 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button