მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში სისხლის უანგარო დონორთა რაოდენობა გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლოს სამი თვის მონაცმებით საქართველოში სისხლი უანგაროდ 6 050 ადამიანმა გაიღო, შედარებისთვის ზაფხულის პერიოდში მხოლოდ 5 384 ადამიანმა გამოხატა უანგარო დონორობის სურვილი .

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის უანგარო დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სისხლის რეგულარული უანგარო დონორი საქართველოს მოსახლეობის 1% რომ გახდეს, ქვეყანას მუდმივად და სტაბილურად ექნება უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობის სისხლის მარაგები.

სისხლის მარაგებზე მოთხოვნა საქართველოში დიდია, ვინაიდან ხშირია უბედური შემთხვევების და სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტების შედეგად დაშავების მაჩვენებლები, სისხლი ასევე ესაჭიროებათ ქალებს მშობიარობის შემდგომი გართულებებით და მუდმივად ესაჭიროებათ ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ  პაციენტებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ 3 წამში პაციენტებს სისხლის პროდუქტები ესაჭიროებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button