მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორია როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის.

“ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. კონტროლის პროცესები იქნება ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულიად არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,” – განაცხადა მინისტრმა.

დღემდე საქართველოს მედიკამენტების ხარისხის შემოწმება ევროპის ლაბორატორიებში უწევს

მსგავსი პოსტები

Back to top button