საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება იგეგმება

წერტილოვანი შეზღუდვები ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიძლება გაფართოვდეს,თუმცა სრული ლოკდაუნი არ განიხილება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული პანდემიის სტატისტიკა ქვეყანაში მზარდია,მთავრობა საზოგადოების ინტერსებისა და პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით მოქმედებს, რაც სრულ ლოკდაუნს ამ ეტაპზე გამორიცხავს.
“საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება კიდევ სხვა ტიპის შეზღუდვები იმისათვის, რომ იყოს ბალანსი ერთის მხრივ, შეზღუდვები გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან სერიოზულად არ იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებაზე და მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემის და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა ,რომ ჩვენ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას ქყვეყანაში”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.