საქართველოში ჟიგიმანტას პავილიონისის მოწოდებას ეხმაურებიან
ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა საქართველოში.
„ქართულ ოცნებაში“ამბობენ რომ საგანგაშო არაფერია და რომ საბჭოზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ქვეყნის სწორ კურსზე მიანიშნებს. სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიცია.
“კვლავაც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაბალია, რომ ქვეყანა მისაკუთრებულია ერთი ოლიგარქის მიერ, ხოლო ევროპელი კოლეგებიდან, მაგალითად, ბატონი პავილიონისი, პირდაპირ მოუწოდებს ვაშინგტონს, გაზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე. არის საუბარი იმაზეც, რომ დღის წესრიგში დადგეს სანქციების შემოღების საკითხიც”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, ანტლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ ოლიან კონფერენციაზე -საქარველოში მიმდინარე პორლიტიკურ მოვლანებზე ისაუბრეს. ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოში მიმდინარე პროცესში ვაშინგტონის ჩართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ონლაინ კონფერენციის მონაწილეები 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.