რეგიონი

სოფელ ჭალადიდში შეიარაღებულმა პირებმა სალარიძეების ოჯახი დააყაჩაღეს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში, გასულ ღამეს დაახლოებით სამი შეიარაღებული პირი ვახტანგ სალარიძეების ოჯახში შეიჭრა და ფული და ოქრო მოითხოვეს.

თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, თუმცა სავარაუდოდ პოლიციას ისინი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

მათ ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

არსებული ცნობით, წაღებულია დაახლოებით 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხა პოლიციაში.

ამოღებულია თითის ანაბეჭდები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადატანილი.
გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button