საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს – მიხეილ სააკაშვილი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/05/Mikheil_saakashvili_2_5c22580d47634.jpg)
მე საქართველოში დიდი გეგმები მაქვს, ქვეყანა გადასარჩენია – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ
Белсат ТВ-ის გადაცემა ,,პრასვეტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის თავისი გეგმების განხორციელებლად ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ახდენს მსოფლიოში.
,,მე დიდი გეგმები მაქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამ ქვეყანას გადარჩენა ესაჭიროება. მე ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ემიგრანტების კონსოლიდაციით ვარ დაკავებული. წინ დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის პროცესს, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს მიუხენში შეხვდება მსურველებს, მანამდე კი, შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჰანოვერში, ჰამბურგსა და ვენაში.